жизнь как зёбра? – чёрная полоса, белая полоса…а в конце ЖОПА

ნოემბერი 27, 2008 8 comments

საერთოდ ენერგიების მჯეროდა… ანუ ვთვლიდი, რომ რა ენერგიასაც გაუშვებ, ის დაგიბრუნდება…მაგრამ, რაღაც ჩემი ენერგიები უკუღმა ტრიალებს კოსმოსში და გაუკუღმართებულად ბრუნდება ჩემთან…

საერთოდ, ძალიან მაინტერესებს რისთვის იბადება ადამიანი? რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ ადამიანის არსებობას?.. ეტყობა სხვადასხვა… ზოგი იმისთვის ჩნდება, რომ სხვას შეუმსუბუქოს ყველანაირი ტკივილი, ედგას გვერდით, გასცეს სიკეთე ყველა მიმართულებით უანგაროდ, რომ გაათბოს დედამიწა…

მაგრამ…ზოგი, როგორც მივხვდი, იბადება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ სხვისი ცხოვრებით ითამაშოს, სწამს მხოლოდ ტყუილის, მლიქვნელობის და ბოროტების…

აქამდე მეშინოდა ესეთი ”ადამიანების”…უფრო სწორად, ადამიანის მსგავსი ურჩხულების და ვთვლიდი რომ საშიშნი არიან, რადგან გულს მტკენდა მათი მოქმედება ჩემს ცხოვრებაზე…ისინი თრგუნავდნენ ჩემში იმედებს, რწმენას, სიცოცხლის წყურვილს და მაიძულებდნენ მეფიქრა, რომ жизнь как зёбра – чёрная полоса, белая полоса…а в конце ЖОПА…

თვითონ ამ პოსტის წერის დროს გავაცნობიერე, რომ ისინი არ არიან საშიშნი, პირიქით ძალიან უბადრუკი და საბრალო ქმნილებები არიან, რადგან მათ ეშინიათ!!! ძალიან ეშინიათ სიმართლის, სიკეთის, სინათლის და სიწმინდის…

განა შეუძლია რომელიმე ურჩხულს, იყოს გულწრფელი? : ) არა, მათ არ იციან რა არის ის ბედნიერება, როდესაც თავისუფლად სუნთქავ და გული სიკეთით და სითბოთი გაქვს სავსე, ვერასოდეს გაიგებენ რა ბედნიერი შეგრძნებაა ეს…: )

მინდა ვუსურვო, ყველა ურჩხულს, რომ ოდესმე გაუთბეთ ის ადგილი, სადაც წესით გული უნდა ჰქონდეთ,  იქცნენ ადამიანებად და იპოვონ ბედნიერება ამ ცხოვრებაში…

კატეგორიები:დღიური, Mein Herz ტეგები:

სიახლე ჩემს ცხოვრებაში

ოქტომბერი 10, 2008 4 comments

მე და იკამ როგორც იქნა თავი მოვაბით და მივედით ”თელა”-ში. ძალიან მიხარია, ხვალ მეორე გაკვეთილი გვაქვს. უკვე ერთად ვიცეკვეთ და არც ერთხელ არ დავადგით ერთმანეთს ფეხი. არ მინდოდა ვალსი და ესეთი ტიპის ცეკვების სწავლა, მე უფრო ცეცხლოვანი ლათინური ცეკვები მინდა, მაგრამ ჯერ ეს უნდა ისწავლოო და მეტი გზა არ მაქვს, თუმცა ამასაც თავისი მუღამი ქონია 🙂 ვარჯიშის დროს და მერე ილეთების სწავლის პერიოდში ისეთ მხიარულ მუსიკაზე გვამუშავებენ, რომ ენერგია თავისით მოდის და გახალისებული მოდიხარ უკან. პირველი გაკვეთილიდან რომ გამოვედი კისრიდან წელამდე ზურგს ვგრძნობდი. გამისწორდა ბეჭები და უზომო სიამოვნება მივიღე. ხვალ მეორე გაკვეთილზე მივდივარ და უზომოდ მიხარია.ძლივს რაღაც კარგი სიახლე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში 🙂



კატეგორიები:დღიური ტეგები:

:mo:

ოქტომბერი 7, 2008 2 comments

 

საერთოდ აღარაფერი აღარ მეწერინება… არ ვიცი რისი ბრალია.. ისედაც აბნეულად ვცხოვრობ, იმდენ დროს ვფლანგავ სულ ტყუილად კარგად მისაბეგვი ვარ რა 😦 ალბათ სტიმული არ მაქვს თუ რა ხდება ვერ გავიგე. ემოციურადაც გამოფიტული ვარ და საერთოდ ვერ ვიტან რომ ბოლო დროა წუწუნის მეტს არაფერს ვაკეთებ… რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ვიპოვო გზა რომლითაც მინდა ვიარო,მიზნები დავისახო და ვიზრუნო მათ შესრულებაზე, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენა ხუინიად მიმაჩნია ხანდახან….

აი ესეა რა… ისევ ვერ გავიგე რა მინდა საერთოდ…

ან ვიცი…

ბევრი ფული მინდა, ძალიან ბევრი და მოგზაურობა დედამიწის გარშემო….

კატეგორიები:დღიური ტეგები:, , ,

Snegurochka i ded moroz

სექტემბერი 24, 2008 2 comments

ესეც ჩემი პოზიტივია, მოუსმინეთ და გაიღიმეთ  😀

 

snegurochka:  Vako

Ded moroz : Luxagon

 

მადლობა ყვავას მონტაჟისათვის :user: :2kiss:

 

 

კატეგორიები::) პოზიტივი :) ტეგები:

pozitiv :)

სექტემბერი 20, 2008 1 comment

😀

კატეგორიები:დღიური ტეგები:,

ურჩხული მოსწავლე 2

სექტემბერი 14, 2008 7 comments

 

დღეს გავაგდე.

იმდენად გამომიყვანა მდგომარეობიდან, რომ დავახურინე წიგნი და ვუთხარი ვწყვეტ გაკვეთილებს.

მთელი დღე დაგრუზული ვარ, დედამისი მეცოდება და სადღაც ეგეც, მაგრამ მე რა ცოდო არ ვარ მაგის ხელში?

ხოდა მორჩა, არ გადავალ ჩემს სიტყვას, სულ რომ მოვკვდე დედამისის ცოვდით, სხვა ვინმე იპოვოს, ვისაც ნერვებს აუშლის..

მე უკვე პას…

P.s. და რაც მთავარია ნერვი არც კი შეტოკებია ამაზე.. ძალიან მშვიდად დახურა წიგნი, წამოდგა და გასვლისას მითხრა ამ დღეებში გამოგივლი და დანარჩენ წიგნებსაც დაგიბრუნებ რაც გამატანეო. მეგონი ზუსტად ეგ უნდოდა რომ გამეგდო.

კატეგორიები:დღიური

უნდა ვიყო უფრო ძლიერი

სექტემბერი 9, 2008 7 comments

 

ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც გარშემო მყოფი ადამიანები თავისდაუნებურად სხვათაშორის გვეუბნებიან ფრაზებს, რომლებიც პირადად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას იძენენ. ესეთი ეპიზოდები ჩვენში ჩვენსავე თვითშეფასებას ან ამღლებენ, ან პირიქით დაბლა წევენ… მე ხშირად ვისმენდი ახლობლების ქებას, აღფრთოვანებას ჩემი გონების მისამართით, მაგრამ არ ვიცი… რატომღაც ყოველთვის ვაიგნორებდი ამ ფაქტებს და ვთვლიდი რომ ისინი ცდებიან… ისინი ხომ მხოლოდ გვერდიდან აფასებენ ყველაფერს. ერთადერთი რასაც არ უარვყოფდი ეს ნიჭი იყო და მეც ვთვლიდი, რომ ყველა ის შექება რაც დამიმსახურებია ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ და მხოლოდ ნიჭის გამო იყო, რომელიც პირადად ჩემი დამსახურება არაა და რომ არა ეს ნიჭი არაფერიც არ ვიქნებოდი.

სამაგიეროდ, იყო ასევე მომენტები, როდესაც შემიტყვია ადამიანებისათვის რაღაცნაირი მზერა… და არა მეტო… მოვისმინე ერთი ორი გადაკვრითი ნთქვამი ”აი მე არასოდეს დამემართებოდა ასე! მე არავის მივცემ უფლებას მომექცეს ასე!” და ამ დროს ბურთი მეჩხირებოდა ყელში, რადგან უამრავი ფაქტი მცოდნია ამ ადამიანებზე და შემეძლო თავისუფლად გამეჩუმებინა ისინი ისე მწარედ , რომ ცხოვრებაში არ დავიწყებოდათ… მაგრამ, თავს ვიკავებდი ყოველთვის…

ეს არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი ისაა, რომ უფრო მეტ დროს ვუთმობდი იმაზე ფიქრს, რომ იქნებ მე მართლა ისეთი სუსტი ვარ, რომ რაღაც რადარები მიყენია იმისათვის რომ ხალხი მოვიდეს ხოლმე ჩემთან და როგორც უნდათ ისე მილაწუნონ სილები. ალბათ ეს ნორმაა და უნდა შევეგუო, რომ მე ესეთი ვარ.

მაგრამ, ამას წინათ, ერთმა მსნ-ის მეგობარმა მითხრა, მირა შენ გმირი ქალი ხარ… და მე გაოცებულმა ვკითხე რატომ? და მან ამიხსნა რატომაც, იმდენად დამაჯერებელი იყო ის პასუხი, რომ პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ სულაც არ ვარ სუსტი. რომ ჩემში არის საკმარისი ძალა იმისათვის რომ ლოყა არ ვუშვირო ყველას სილის გასაწნავად, ვისაც ეს მოუნდება.

სულ ცოტა ხნის წინ მე მეყო ძალა იმისათვის, რომ საკმაოდ მოკლე დროში დამეწყო ჩემს ცხოვრებაში გაჩენილი ძალიან რთული მომენტების, კომპლექსების, შიშის გადალახვა, რომლბიც რათქმა უნდა ბოლომდე რომ დავძლიო კიდევ დიდი ხანი დამჭირდება, მაგრამ ბრძოლა დავიწყე და თითქმის დავიჯერე რომ მოვერიე კიდეც ამ ყველაფერს, მაგრამ სინამდვილეში გულში შიგნით ძალიან მეშინია ამ ყველაფრის, ვერიდები ყველანაირ ემოციებს, რადგაც ოდნავი აღელვება და ნერვიულობაც კი რამოდენიმე დღე მანადგურებს და მკლავს მორალურადაც და ფიზიკურადაც.

დღეს მძიმე დღე იყო… დილიდანვე გავღიზიანდი უსამართლობაზე და მთელი დღე მომეშხამა, ძალიან მაწუხებს ეს ნეგატიური ენერგია რომელიც ასეთ მომენტებში ჩნდება, ეს ადრე მძაფრად არასოდეს მქონია ასეთი შეგრძნება… იოლად ვატარებდი მსგავს რაღაცეებს, რადგან ვფიქრობდი ”იქნებ ვცდები და ის მართალია? იქნებ ჩემი ბრალია რამე?”… და იმდენად არ ვიგრუზებოდი. დღეს კი ისეთი უსამართლობა გამოიჩინეს ჩემს მიმართ, რასაც არ ვიმსახურებდი, პირიქით ….. არ ღირს ამაზე დაკონკრეტება…

მე მინდა უბრალოდ უფრო ძლიერი გავხდე, რომ არა მხოლოდ გარეგნულად შევინარჩუნო სიმშვიდე, არამედ ამ ნეგატიური ენერგიის მიღება და სწორად მართვა ვისწავლო, რომ მე აღარ ვიფიტებოდე და ჩემი ნერვული უჯრედები აღარ ეწირებოდეს ამ ყველაფერს…

საამისოდ რა გზას ვიპოვი წარმოდგენაც არ მაქვს ჯერ….

მაგრამ…

კატეგორიები:დღიური