Archive

Archive for the ‘დღიური’ Category

ტრაგედიით დასრულებული მოგზაურობა ხევსურეთში (მივდიოდი სამოთხეში, მოვხვდი ჯოჯოხეთში)

ივლისი 26, 2010 9 comments

რამოდენიმე დღეა თავს ვიკავებ წერისგან, თუმცა ჩემი გონება ვერ გათავისუფლდა იმისგან რაც ვნახე და გადავიტანე მუცოში.

პირველად 3 წლის წინ ვიყავი ათენგენობაზე ჩასული მშობლიურ მხარეში და იქიდან ჩამოვედი საოცრად ამაყი და შეყვარებული ამ ადგილებზე. იქ სადაც არ არის ელექტროენერგია, არ იჭერს მობილური, არც ინტერნეტი და არც ტელევიზორი  გაქვს,საათი და დღეც გავიწყდება რომელია… საქმე იმაშია, რომ არც გჭირდება და არც გაღელვებს ეს ყველაფერი. ხარ ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრის სიმაღლეზე და ტკბები ბუნების საოცრებით. იქიდან ისეთი ლამაზი მოგონებებით წამოვედი,რომ წელს სანამ ჩავიდოდი დღეებსა და საათებს ვითვლიდი, ვფიქრობდი ქალაქის სტრესისგან დავისვენებ და დავტკბები ჩემი ლამაზი ხევსურეთით თქო. თან წელს რამაზი პირველად მოდიოდა ხევსურეთში და მინდოდა ამაყად მეჩვენებინა საიდან ვარ და რა ლამაზია ჩემი მშობლიური მხარე.
ეს დღეც დადგა, კარვებით და “სპალნიკებით” ჩავბარგდით და წავედით. პირველი ღამე შატილში დავბანაკდით,მეორე დღეს უწმინდესი მობრძანდებოდა და ეკლესიის საძირკველი უნდა ეკურთხებინა. ისეთი სასიამოვნო ენერგიით დავიმუხტეთ, მთელი სამყარო გვიყვარდა და გვიხაროდა ცხოვრება, ვფიქრობდით სამოთხეა ეს ყველაფერი….
მერე კი გათენდა ათენგენობის დღე… ხალხი ხატში წავიდა ზოგი საკლავის დასაკლავად, ზოგი ბავშვებს აბარებდა ხატს, ყველა ამაღლებულ განწყობაზე იყო. ვუყურებდი მანქანებით როგორ მიდიოდნენ,მე და რამაზი, თიკო, მაიკო და გუგა დავრჩით სხვადასხვა მიზეზების გამო და კარვებთან ველოდებოდით როდის დაბრუნდებოდა ხალხი სალოცავიდან,რომ შემდეგ ყველას ერთად გვემხიარულა…რამოდენიმე საათის შემდეგ კი მოხდა ის რაც ყველამ იცის და რაზეც აღარ მინდა საუბარი : ( ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში. გაუგონარი საცოდაობა ხალხის, უმწეობის გაუსაძლისი შეგრძნება. როცა ვერ იაზრებ მომხდარს, იმდენად სასტიკია რეალობა. როცა ყურები გიწუის და გული ჩერდება უსამართლობის საშინელი შეგრძნებიდან და მხოლოდ ერთი კითხვა გღრღნის – რატომ???
არ ვიცი,  არ მესმის, პასუხს ვერ ვპოულობ, რატომ ასეთი სისასტიკე და სიმწარე….

მტკივა, თვალებიდან არ ამომდის როგორ მოქონდა თეონა და მისი პატარა წყალს… :(((

Advertisements
კატეგორიები:დღიური

დაახლოებით ერთწლიანი პაუზის შემდეგ…..

ივნისი 30, 2010 6 comments

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ 16 თვიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ჩემს ბლოგზე ვარ.

გადავხედე ჩემი მეზობლების პოსტებს და დამაინტერესა ნეტავ ვახსოვარ ვინმეს თუ არა, შენცარ მომიკვდე : )))))) მხოლოდ ყვავას და კუდას არ ამოვუშლივარ სიიდან ❤ ❤   მადლობა მათ :* :*  თუმცა ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრმა თავისი სიიდან წამშალა სიმართლე ვთქვა არ გამკვირვებია წელიწადზე მეტი რომ გავა და კიდევ არაფერს წერ (თორემ მანამდე რასაც ვწერდი,სულ სიბრძნეს ვაფრქვევდი), რა აზრი აქვს საერთოდ ჩემს ბლოგზე შემოსვლას.

რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ხნის მანძილზე.

ბოლო პოსტი მიწერია თებერვალში და სადღაც ამ დროს ნელ-ნელა მიყვარდება ადამიანი, რომელსაც უკვე 2 წელია ვიცნობდი და მანამდე თავში აზრად არ მომსვლია თვალები გამეხილა…..

სექტემბერში ამ ადამიანს ცოლად გავყევი ❤ მპუუააააჰჰჰჰ :*

ოქტომბერში გავიგე რომ ბავშვი მეყოლება და მე და რამაზი სიხარულისაგან მიწაზე აღარ ვაბიჯებდით.

თუმცა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა და დეკემბრის დასაწყისში სამწუხაროდ მომეშალა : (((((((
ტყუპები 😦

იმის მერე 6 თვე ექიმმა ამიკრძალა ფეხმძიმობა, რათა იგივე შედეგით არ დასრულებულიყო.

ასე გავიდა ჩვენი კარანტინიც :))))

ხოდა ახლა ვარ გათხოვილი და დაორსულებაზე ჩაციკლული მირაბელა : ))))

ხოდა კიდევ ამ თვეში Air Batumi -ში დავიწყე მუშაობა….

P.s. ხო, მართლა….რაც მე არაფერი მიწერია, ბლოგოსფერო დაიხვეწა და განვითარდა… ჩემ დროს ამდენი მოთხოვნები არ იყო :gigi: გაითვალისწინეთ, მე არ ვთვლი თავს მაინცდამაინც ბლოგერად. უბრალოდ მაქვს ჩემი პატარა ბლოგი, სადაც მინდა და დავწერ პირადსაც და თუ მინდა ზოგადსაც.  უფრო მეტად სხვის ბლოგებზე ძრომიალი მიყვარს და თუ ჩემთანაც ხანდახან შემოიხედავთ ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებით. ჩემს ჭიას ვახარებ :bis: :*

კატეგორიები:დღიური ტეგები:, , , , ,

ახალი წელი, როგორც ასეთი….

იანვარი 3, 2009 4 comments

თქმისაც კი მეშინია, მაგრამ მემგონი ეს მართლა ის შემთხვევაა, როცა ახალი წელი არ მაღიზიანებს 🙂

როგორც წესი, ყველას უყვარს ახალი წელი და ითვლება რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული დღესასწაულია საერთაშორისო მასშტაბით… მე კი ასე არ ვფიქრობდი არასოდეს…

ყოველთვის მინდოდა შევხვედროდი ახალ წელს სადმე სახლიდან გარეთ, მეგობრებში, ან სულაც ძალიან ბევრ უცხო ხალხში, მაგრამ ჩემი ოჯახი საერთოდ  სხვა შეხედულებისაა ამ საკითხზე და მიხდებოდა 12 საათზე იძულებითი ღიმილი დამეყენებინა სახეზე, არც მერე მქონდა დიდი შანსი გარეთ გასვლის, იმიტომ რომ ასე გვიან გარეთ სულ მთვრალები დადიან, სად უნდა წახვიდე, ნეტა რა გინდა იმათთან, არ გირჩევნია შენთვის წყნარად დედასთან და მამასთან ერთად იყო? თითქოს საახალწლო გართობა სადმე მეგობრების წრეში მშობლების და ოჯახის არ სიყვარულს და არ პატივისცემას ნიშნავს 🙂 მაგრამ პატივს ვცემდი ყოველთვის დედასა ჩემსა და მამასა ჩემსა და  მთქნარებით ვხვდებოდი ახალ წელს 🙂

რაც შეეხება ჩემს პირად აზრებს და ფიქრებს… გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ და სულ მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში მოხდეს სასწაული… კინოებიდან ჩამენერგა წლების განმავლობაში რომ ეს სასწაული ახალი წლის ღამეს ხდება… თან ყოველთვის ჩემი რომანების კრიზისი ზამთარში იყო და ამ მხრივაც თავს ყოველთვის დათრგუნულად ვგრძნობდი… გვერდით არასოდეს  იყო ”ის ერთი” ადამიანი, ვინც მინდოდა… +1 მიზეზი ახალი წლის არ სიყვარულისათვის…

ასევე ვერასოდეს ვიგებდი, ვინ მოიგონა რომ საახალწლოდ თავმოყვარე ქართულ ოჯახში აუცილებლად 3-4 სართულიანი სუფრა უნდა გაიშალოს და ამისათვის წინა რამოდენიმე დღე საჭიროა ისტერიულად ათენებდე და აღამებდე სამზარეულოში… როცა ზუსტად ახალი წელი რომ შემოდის და ბავშვებს და კაცებს უხარიათ, ქალი გულში ფიქრობს  ეხლა ჩამაწვინა ჩემს თბილ და რბილ ლოგინში და დამაძინაო…

ამ წელს მარტო ვცხოვრობ… აქედან გამომდინარე ახალი წლის წინა დღეებში არ მომისმენია დედაჩემისგან  ადექი, ვიღას ძინავს ამ დროს, მილიონი საქმეა მოსასწრები…

31-ში მივიხედ-მოვიხედე… ოთახი მოვრთე საახალწლო წვიმებით, ფარდებზე რამოდენიმე წითელი ბაფთა დავამაგრე, მაღაზიიდან შემოვიტანე ხილი, ტკბილეულობა და 1 ბოთლი შამპანიური და ასე შეიქმნა ჩემს სახლში საახალწლო განწყობა…

საღამოს ტრადიციულად ვბანაობდი ხოლმე, ამ წელს შევჯექი ვირზე და რაკი ჩემებური ახალი წელი მინდოდა, ავდექი და ”დაუბანელი” შევხვდი ახალ წელს…

იმდენად დამაკმაყოფილა ამ რამოდენიმე ფაქტორმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 31-ში შემეძლო მქონოდა როგორც მხიარული ასევე რომანტიული საღამო, მე ავდექი და წავედი მშობლებთან და ძმასთან და კმაყოფილი შევხვდი 12 საათს ამ საყვარელ ადამიანებთან ერთად 🙂

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც დამეხმარა იმაში რომ მსიამოვნებდეს ეს ახალი წელი… შინაგანად აღარ ვარ დათრგუნული იმის გამო , რომ არსებობს ადამიანი, ვისი გვერდით ყოფნაც მენდომებოდა… ამ წელს ვარ თავისუფალი გულით და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამის გამო… მით უმეტეს იმის ფონზე, რომ გარშემო ჩემს სამეგობროში ყველას ამ პერიოდში დაეწყო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში კრიზისი… და მივხვდი, რომ ეხლა ეს თავისუფალი მდგომარეობა ზუსტად ისაა, რაც მინდა.

ასევე გადავწყვიტე 5-ში გავიდე პლეხანოვზე და ჩემს საქმიანობას მივხედო… სახლში ჯდომის ეპოქასაც ვასრულებ…მაისიდან დღემდე საკმარისი პერიოდი აღმოჩნდა იმისათვის რომ დამესვენა… თუმცა ჯერ მაინც მაქვს გულში ადამიანებთან ურთიერთობის შიში…

არ ვიცი როგორ და რა იქნება, მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობ ამ ყველაფრის გამო…

კეთილი იყოს ეს ახალი წელი . . .

P.s. ოდესმე მაინც შევხვდები ახალ წელს  სადმე ოკეანის პირას, სადაც თბილა…  ყელზე გირლანდებით, თმებში ყვავილით, ხელში კი მოჰიტოთი სავსე ჭიქით შევხვდები ახალ წელს და ამ დროს უბრალოდ კომფორტულად კი არა, ბედნიერად ვიგრძნობ თავს…

120407-christmastree

საყვარელი :)

დეკემბერი 16, 2008 5 comments

1000-ჯერ რომ ვნახო, 1000-ჯერვე ვბჟირდები ამ საყვარელ ვინმესთან ერთად :))))))

ფიცოოოოოოოო :)

დეკემბერი 3, 2008 2 comments

snapshot-of-me-6

გუშინ მოვიყვანე ლუხასგან…იმიტომ რომ ეს და ის მეორე დურა ძალიან გიჟები იყვნენ ერთად. მთელი გზა მოკვდა ინტერესით რა ხდებოდა, რითი მგზავრობდა და ფანჯრიდან იყურებოდა ყურებდაცქვეტილი, მერე მანქანის სალონი შეისწავლა და ბოლოს მოწყინდა ეგეც და კნავილი ატეხა, სადღაც კი ვიფიქრე ამ მძღოლმა არ მომისროლოს თავისი მანქანიდან ჩემი ფისოიანად თქო :user:

როგორც იქნა სახლში მოვედით და თავისი ნივთები დავულაგე და სათამაშო აქვე ოთახში დავუდე, მაგრამ პირველად ფეხსაცმელების კარადაში მემალებოდა, მემგონი ეშინოდა და ცოტა დავიძაბე… მაგრამ კატებს კარგი თვისება აქვთ, რომ არ დარდობენ ძველ სახლზე და პატრონზე დიდხანს და მეც აღარ მინერვიულია მერე, როცა დავინახე რომ ლოგინის გადასაფარებელს ეჩხუბებოდა თავისი პატარა თათებით 🙂 ან სულ დახტის უკვე, ან კრუტუნებს…

ღამე ერთად გვეძინა 🙂 ამომაცოცდა გულზე, მოკალათდა გემრიელად, ცხვირზე მაკოცა და მინაბა თვალები.. ესე ტკბილად გვეძინა 🙂 ეხლაც, ამას რომ ვწერ, აგერ მიზის მუხლებზე და კრუტუნებს და მათბობს და სულ არ იცის რომ მასზე ვწერ…

მიკალს 🙂

snapshot-of-me-5

კატეგორიები:დღიური ტეგები:, ,

жизнь как зёбра? – чёрная полоса, белая полоса…а в конце ЖОПА

ნოემბერი 27, 2008 8 comments

საერთოდ ენერგიების მჯეროდა… ანუ ვთვლიდი, რომ რა ენერგიასაც გაუშვებ, ის დაგიბრუნდება…მაგრამ, რაღაც ჩემი ენერგიები უკუღმა ტრიალებს კოსმოსში და გაუკუღმართებულად ბრუნდება ჩემთან…

საერთოდ, ძალიან მაინტერესებს რისთვის იბადება ადამიანი? რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ ადამიანის არსებობას?.. ეტყობა სხვადასხვა… ზოგი იმისთვის ჩნდება, რომ სხვას შეუმსუბუქოს ყველანაირი ტკივილი, ედგას გვერდით, გასცეს სიკეთე ყველა მიმართულებით უანგაროდ, რომ გაათბოს დედამიწა…

მაგრამ…ზოგი, როგორც მივხვდი, იბადება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ სხვისი ცხოვრებით ითამაშოს, სწამს მხოლოდ ტყუილის, მლიქვნელობის და ბოროტების…

აქამდე მეშინოდა ესეთი ”ადამიანების”…უფრო სწორად, ადამიანის მსგავსი ურჩხულების და ვთვლიდი რომ საშიშნი არიან, რადგან გულს მტკენდა მათი მოქმედება ჩემს ცხოვრებაზე…ისინი თრგუნავდნენ ჩემში იმედებს, რწმენას, სიცოცხლის წყურვილს და მაიძულებდნენ მეფიქრა, რომ жизнь как зёбра – чёрная полоса, белая полоса…а в конце ЖОПА…

თვითონ ამ პოსტის წერის დროს გავაცნობიერე, რომ ისინი არ არიან საშიშნი, პირიქით ძალიან უბადრუკი და საბრალო ქმნილებები არიან, რადგან მათ ეშინიათ!!! ძალიან ეშინიათ სიმართლის, სიკეთის, სინათლის და სიწმინდის…

განა შეუძლია რომელიმე ურჩხულს, იყოს გულწრფელი? : ) არა, მათ არ იციან რა არის ის ბედნიერება, როდესაც თავისუფლად სუნთქავ და გული სიკეთით და სითბოთი გაქვს სავსე, ვერასოდეს გაიგებენ რა ბედნიერი შეგრძნებაა ეს…: )

მინდა ვუსურვო, ყველა ურჩხულს, რომ ოდესმე გაუთბეთ ის ადგილი, სადაც წესით გული უნდა ჰქონდეთ,  იქცნენ ადამიანებად და იპოვონ ბედნიერება ამ ცხოვრებაში…

კატეგორიები:დღიური, Mein Herz ტეგები:

სიახლე ჩემს ცხოვრებაში

ოქტომბერი 10, 2008 4 comments

მე და იკამ როგორც იქნა თავი მოვაბით და მივედით ”თელა”-ში. ძალიან მიხარია, ხვალ მეორე გაკვეთილი გვაქვს. უკვე ერთად ვიცეკვეთ და არც ერთხელ არ დავადგით ერთმანეთს ფეხი. არ მინდოდა ვალსი და ესეთი ტიპის ცეკვების სწავლა, მე უფრო ცეცხლოვანი ლათინური ცეკვები მინდა, მაგრამ ჯერ ეს უნდა ისწავლოო და მეტი გზა არ მაქვს, თუმცა ამასაც თავისი მუღამი ქონია 🙂 ვარჯიშის დროს და მერე ილეთების სწავლის პერიოდში ისეთ მხიარულ მუსიკაზე გვამუშავებენ, რომ ენერგია თავისით მოდის და გახალისებული მოდიხარ უკან. პირველი გაკვეთილიდან რომ გამოვედი კისრიდან წელამდე ზურგს ვგრძნობდი. გამისწორდა ბეჭები და უზომო სიამოვნება მივიღე. ხვალ მეორე გაკვეთილზე მივდივარ და უზომოდ მიხარია.ძლივს რაღაც კარგი სიახლე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში 🙂



კატეგორიები:დღიური ტეგები: