მთავარი > დღიური > დაახლოებით ერთწლიანი პაუზის შემდეგ…..

დაახლოებით ერთწლიანი პაუზის შემდეგ…..


უფრო ზუსტად რომ ვთქვათ 16 თვიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ჩემს ბლოგზე ვარ.

გადავხედე ჩემი მეზობლების პოსტებს და დამაინტერესა ნეტავ ვახსოვარ ვინმეს თუ არა, შენცარ მომიკვდე : )))))) მხოლოდ ყვავას და კუდას არ ამოვუშლივარ სიიდან ❤ ❤   მადლობა მათ :* :*  თუმცა ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრმა თავისი სიიდან წამშალა სიმართლე ვთქვა არ გამკვირვებია წელიწადზე მეტი რომ გავა და კიდევ არაფერს წერ (თორემ მანამდე რასაც ვწერდი,სულ სიბრძნეს ვაფრქვევდი), რა აზრი აქვს საერთოდ ჩემს ბლოგზე შემოსვლას.

რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ხნის მანძილზე.

ბოლო პოსტი მიწერია თებერვალში და სადღაც ამ დროს ნელ-ნელა მიყვარდება ადამიანი, რომელსაც უკვე 2 წელია ვიცნობდი და მანამდე თავში აზრად არ მომსვლია თვალები გამეხილა…..

სექტემბერში ამ ადამიანს ცოლად გავყევი ❤ მპუუააააჰჰჰჰ :*

ოქტომბერში გავიგე რომ ბავშვი მეყოლება და მე და რამაზი სიხარულისაგან მიწაზე აღარ ვაბიჯებდით.

თუმცა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა და დეკემბრის დასაწყისში სამწუხაროდ მომეშალა : (((((((
ტყუპები 😦

იმის მერე 6 თვე ექიმმა ამიკრძალა ფეხმძიმობა, რათა იგივე შედეგით არ დასრულებულიყო.

ასე გავიდა ჩვენი კარანტინიც :))))

ხოდა ახლა ვარ გათხოვილი და დაორსულებაზე ჩაციკლული მირაბელა : ))))

ხოდა კიდევ ამ თვეში Air Batumi -ში დავიწყე მუშაობა….

P.s. ხო, მართლა….რაც მე არაფერი მიწერია, ბლოგოსფერო დაიხვეწა და განვითარდა… ჩემ დროს ამდენი მოთხოვნები არ იყო :gigi: გაითვალისწინეთ, მე არ ვთვლი თავს მაინცდამაინც ბლოგერად. უბრალოდ მაქვს ჩემი პატარა ბლოგი, სადაც მინდა და დავწერ პირადსაც და თუ მინდა ზოგადსაც.  უფრო მეტად სხვის ბლოგებზე ძრომიალი მიყვარს და თუ ჩემთანაც ხანდახან შემოიხედავთ ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებით. ჩემს ჭიას ვახარებ :bis: :*

Advertisements
კატეგორიები:დღიური ტეგები:, , , , ,
  1. ივნისი 30, 2010, 06:41

    ვაა, რამდენი ამბებია.
    ნუ იქნები ჩაციკლული და ყველაფერი თავისით მოვა და ძალიან კარგადაც იქნება!

  2. ივნისი 30, 2010, 13:38

    ხო ნუ “ჩაციკლული” ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ უზომოდ დიდი სურვილი მაქვს მალე მოხდეს 🙂

    დიდი მადლობა, რომ მომწერე :* :* :*

  3. ივლისი 4, 2010, 17:59

    ოო, სტაჟიანი ბლოგერი!
    ჯანმრთელობას გისურვებ, აქ აუცილებლად შემოვალ ხოლმე 🙂

  4. tiko
    ივლისი 26, 2010, 07:57

    mpuaaa :*

  5. მარტი 14, 2011, 21:09

    ეხა სადა ხარ =[
    იმედია დაბრუნდები კიდე ))

  6. ოქტომბერი 10, 2012, 16:22

    აღარ აპირებ წერის გაგრძელებას?

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: