Archive

Archive for სექტემბერი, 2008

Snegurochka i ded moroz

სექტემბერი 24, 2008 2 comments

ესეც ჩემი პოზიტივია, მოუსმინეთ და გაიღიმეთ  😀

 

snegurochka:  Vako

Ded moroz : Luxagon

 

მადლობა ყვავას მონტაჟისათვის :user: :2kiss:

 

 

კატეგორიები::) პოზიტივი :) ტეგები:

pozitiv :)

სექტემბერი 20, 2008 1 comment

😀

კატეგორიები:დღიური ტეგები:,

ურჩხული მოსწავლე 2

სექტემბერი 14, 2008 7 comments

 

დღეს გავაგდე.

იმდენად გამომიყვანა მდგომარეობიდან, რომ დავახურინე წიგნი და ვუთხარი ვწყვეტ გაკვეთილებს.

მთელი დღე დაგრუზული ვარ, დედამისი მეცოდება და სადღაც ეგეც, მაგრამ მე რა ცოდო არ ვარ მაგის ხელში?

ხოდა მორჩა, არ გადავალ ჩემს სიტყვას, სულ რომ მოვკვდე დედამისის ცოვდით, სხვა ვინმე იპოვოს, ვისაც ნერვებს აუშლის..

მე უკვე პას…

P.s. და რაც მთავარია ნერვი არც კი შეტოკებია ამაზე.. ძალიან მშვიდად დახურა წიგნი, წამოდგა და გასვლისას მითხრა ამ დღეებში გამოგივლი და დანარჩენ წიგნებსაც დაგიბრუნებ რაც გამატანეო. მეგონი ზუსტად ეგ უნდოდა რომ გამეგდო.

კატეგორიები:დღიური

უნდა ვიყო უფრო ძლიერი

სექტემბერი 9, 2008 7 comments

 

ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც გარშემო მყოფი ადამიანები თავისდაუნებურად სხვათაშორის გვეუბნებიან ფრაზებს, რომლებიც პირადად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას იძენენ. ესეთი ეპიზოდები ჩვენში ჩვენსავე თვითშეფასებას ან ამღლებენ, ან პირიქით დაბლა წევენ… მე ხშირად ვისმენდი ახლობლების ქებას, აღფრთოვანებას ჩემი გონების მისამართით, მაგრამ არ ვიცი… რატომღაც ყოველთვის ვაიგნორებდი ამ ფაქტებს და ვთვლიდი რომ ისინი ცდებიან… ისინი ხომ მხოლოდ გვერდიდან აფასებენ ყველაფერს. ერთადერთი რასაც არ უარვყოფდი ეს ნიჭი იყო და მეც ვთვლიდი, რომ ყველა ის შექება რაც დამიმსახურებია ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ და მხოლოდ ნიჭის გამო იყო, რომელიც პირადად ჩემი დამსახურება არაა და რომ არა ეს ნიჭი არაფერიც არ ვიქნებოდი.

სამაგიეროდ, იყო ასევე მომენტები, როდესაც შემიტყვია ადამიანებისათვის რაღაცნაირი მზერა… და არა მეტო… მოვისმინე ერთი ორი გადაკვრითი ნთქვამი ”აი მე არასოდეს დამემართებოდა ასე! მე არავის მივცემ უფლებას მომექცეს ასე!” და ამ დროს ბურთი მეჩხირებოდა ყელში, რადგან უამრავი ფაქტი მცოდნია ამ ადამიანებზე და შემეძლო თავისუფლად გამეჩუმებინა ისინი ისე მწარედ , რომ ცხოვრებაში არ დავიწყებოდათ… მაგრამ, თავს ვიკავებდი ყოველთვის…

ეს არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი ისაა, რომ უფრო მეტ დროს ვუთმობდი იმაზე ფიქრს, რომ იქნებ მე მართლა ისეთი სუსტი ვარ, რომ რაღაც რადარები მიყენია იმისათვის რომ ხალხი მოვიდეს ხოლმე ჩემთან და როგორც უნდათ ისე მილაწუნონ სილები. ალბათ ეს ნორმაა და უნდა შევეგუო, რომ მე ესეთი ვარ.

მაგრამ, ამას წინათ, ერთმა მსნ-ის მეგობარმა მითხრა, მირა შენ გმირი ქალი ხარ… და მე გაოცებულმა ვკითხე რატომ? და მან ამიხსნა რატომაც, იმდენად დამაჯერებელი იყო ის პასუხი, რომ პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ სულაც არ ვარ სუსტი. რომ ჩემში არის საკმარისი ძალა იმისათვის რომ ლოყა არ ვუშვირო ყველას სილის გასაწნავად, ვისაც ეს მოუნდება.

სულ ცოტა ხნის წინ მე მეყო ძალა იმისათვის, რომ საკმაოდ მოკლე დროში დამეწყო ჩემს ცხოვრებაში გაჩენილი ძალიან რთული მომენტების, კომპლექსების, შიშის გადალახვა, რომლბიც რათქმა უნდა ბოლომდე რომ დავძლიო კიდევ დიდი ხანი დამჭირდება, მაგრამ ბრძოლა დავიწყე და თითქმის დავიჯერე რომ მოვერიე კიდეც ამ ყველაფერს, მაგრამ სინამდვილეში გულში შიგნით ძალიან მეშინია ამ ყველაფრის, ვერიდები ყველანაირ ემოციებს, რადგაც ოდნავი აღელვება და ნერვიულობაც კი რამოდენიმე დღე მანადგურებს და მკლავს მორალურადაც და ფიზიკურადაც.

დღეს მძიმე დღე იყო… დილიდანვე გავღიზიანდი უსამართლობაზე და მთელი დღე მომეშხამა, ძალიან მაწუხებს ეს ნეგატიური ენერგია რომელიც ასეთ მომენტებში ჩნდება, ეს ადრე მძაფრად არასოდეს მქონია ასეთი შეგრძნება… იოლად ვატარებდი მსგავს რაღაცეებს, რადგან ვფიქრობდი ”იქნებ ვცდები და ის მართალია? იქნებ ჩემი ბრალია რამე?”… და იმდენად არ ვიგრუზებოდი. დღეს კი ისეთი უსამართლობა გამოიჩინეს ჩემს მიმართ, რასაც არ ვიმსახურებდი, პირიქით ….. არ ღირს ამაზე დაკონკრეტება…

მე მინდა უბრალოდ უფრო ძლიერი გავხდე, რომ არა მხოლოდ გარეგნულად შევინარჩუნო სიმშვიდე, არამედ ამ ნეგატიური ენერგიის მიღება და სწორად მართვა ვისწავლო, რომ მე აღარ ვიფიტებოდე და ჩემი ნერვული უჯრედები აღარ ეწირებოდეს ამ ყველაფერს…

საამისოდ რა გზას ვიპოვი წარმოდგენაც არ მაქვს ჯერ….

მაგრამ…

კატეგორიები:დღიური

dyra :)

სექტემბერი 3, 2008 4 comments

 

ეს არის Luxagon-ის ფისუნია. ყველაზე შტერი და ყველაზე ჭკვიანი კატებს შორის! ჯერ რომ შედიხარ სახლში აუცილებლად კარადის ქვეშ შეხტება და ცალი თვალით გიყურებს დამინახე თუ არაო და მერე იწყებს თამაშს თავისი საყუარელი თეთრი თათებით 🙂 . საშინელი ჭორიკანაა 🙂 საკმარისია მე და ილუხა სამზარეულოში გავიდეთ ყავის დასალევად და ეს აუცილებლად მაცივარზე დასკუპდება და გვისმენს გაფაციცებული 🙂

საერთოდ კი ისეთი საზრიანი და ეშმაკუნა ფისოა, რომ სულ მგონია ერთხელაც ლუხასთან დავრეკავ და ფისო მიპასუხებს ტელეფონზე :user:

კატეგორიები::) პოზიტივი :), დღიური

პოზიტივი

სექტემბერი 2, 2008 3 comments

აი ამ კატეგორიაში სულ სასაცილო და გასართობი თემის ფოტოებს დავდებ, რომ ყოველთვის შემეძლოს შემოვიდე, გადავხედო ამათ და გვიღიმო 🙂

მიყვარხართ : )


ჯერ ესენი იყოს 🙂

კატეგორიები::) პოზიტივი :)

როგორი ვარ სინამდვილეში?

სექტემბერი 1, 2008 17 comments

 

ზოგი მიცნობს ასეთად:

მხიარული

ოპტიმისტი

რომანტიკოსი

კეთილი

გულთბილი

(ნუ, ეს ის ადამიანები ვინც კარგად არ მიცნობენ და ხშირი შეხება არ მაქვს მათთან)

ზოგი:

ჭკვიანი

სერიოზული

გაწონასწორებული

ნიჭიერი

(ეს უფრო სამეზობლო, სანათესაო)

ზოგი:

ქარაფშუტა

წაუშტერებს

ლოთი

ვერ წარმოუდგენია, რომ ორი წიგნი შეიძლება მქონდეს წაკითხული

ვერც ის, რომ რამე ამაღლებულზე შეიძლება ვოცნებობდე და მაინტერესებდეს

(ეს არ ვიცი… ფორუმის ხალხი ალბათ, ან მაგდაგვარი ან ჩერეზ ჩერეზ შემთხვევით რამე Party-ზე ან რაღაც ეგეთზე გაცნობილი ხალხი, რომელთან სხვა სიტუაციაში ვერ ვხედავ)

ზოგი:

ცინიკოსი

რეალისტი

”სტერვა”

 

(რამოდენიმე ჩემი დაქალი, ვინც ბავშვობიდან მიცნობს და ყველა ისტორია კარგად ახსოვს)

ოღონდ ამ ადამიანებს ვინც ზოგი ესეთად დამახასიათებს და ზოგი ისეთად, მართლა ესე გავაცანი თავი, თუ არც გავაცანი, ესე ვეკონტაქტები… არ ვთამაშობ ვფიცავ ყველაფერს… ესე ეწყობა თავისით…

ეგ არ მაწუხებს

მე ვერ გავიგე აქედან სინამდვილეში ჩემი ”მე” რომელია???

:mo:

კატეგორიები:დღიური