Archive

Archive for აგვისტო, 2008

აგვისტო 30, 2008 2 comments

 

გგონია გამოდიხარ ბურუსიდან და გულშიც მხოლოდ ყრუ ტკივილსღა გრძნობ… გგონია რომ ცუდი სიზმარი დამთავრდა და გარშემო ვინც დაგრჩა, ისინი რჩეულები არიან. რჩეულები იმით, რომ არასოდეს მოგატყუებენ, არასოდეს გამოგიყენებენ… ზურგს უკან…

არ ვიცი… მთელი ცხოვრება მგონია რომ ადამიანებმა სიკეთე უნდა ვაკეთოთ, სითბო და სიყვარული გავცეთ, რომ ყველა ბედნიერი იყოს, რომ აღარ იყოს დაბოღმილი ხალხი, არ იყოს ომი…

და მგონია, თუ ამ პრინციპით ცხოვრობ, აუცილებლად უნდა გჯეროდეს სიმართლის . განსაკუთრებით კი იმ ადამიანების სიმართლის , რომლებსაც მეგობრებს უწოდებ და რომლებიც მხოლოდ რამოდენიმე გყავს რჩეულად…

ვიცი… ესეც გაივლის… როგორც აქამდე ყოფილა… ტკივილი აქაც შემცირდება… არ ვიცი დავკარგავ თუ არა… ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი მეგობარია… უბრალოდ ის ტყუილი….მეზიზღება… ის წუთები მინდა ამოვჭრა მეხსიერებიდან…

ვგრძნობ დაცლილი ვარ… და დრო მჭირდება…

ყოველთვის ვამაყობდი ჩემი მეგობრებით… მე სხვანაირი მეგობრები მყავდა და ეს მართლა ესე იყო… რატომ მოხდა ეხლა ეს… და რატომ დავიცალე ისე, რომ ნახევარი საათის მერე როცა ის ჩემთან ბოდიშის მოსახდელად მოვიდა თავი დავუქნიე… მივიღე და გადავკოცნე…

და ეხლა… მაინც ვგრძნობ დაცლილი ვარ… მიყვარს, მინდა ისევ ჩემი მეგობარი იყოს, მაგრამ ვერ ვპოულობ საკუთარ თავში ძალებს ვნახო და ვეკონტაქტო ჯერ-ჯერობით მაინც…

ძალიან დავიბენი…

კატეგორიები:დღიური

დასვენების დღე

აგვისტო 28, 2008 8 comments

დღეს მარიამობაა… გილოცავთ 🙂


მე დღევანდელი დღე როგორც რელიგიური დღესასწაული ვერ აღვიქვი, იმიტომ რომ ვერ წავედი ეკლესიაში. აქედან გამომდინარე შევირგე როგორც დასვენების დღე, მეძინა შუადღემდე , ვუყურე კინოს და კომპთან ვჭამდე საჭმელიც და ყავაც იქვე დავლიე, თუმცა ეს უზნეო საქციელი მე ძალიანაც მესიამოვნა …

საღამოსკენ გადავწყვიტე, წავსულიყავი და მეყიდა ჩემთვის საჭირო ნივთები… რაღაც პატარა ფული ჩავიგდე ხელში და ჯიბეს მიწვავდა 🙂 … ხოდა, მთელი სია ჩამოვწერე პროდუქტებიდან დაწყებული, კოსმეტიკით და აბაზანის ატრიბუტიკით დამთავრებული… პირველი პოპულიში მომიწია შესვლამ… დავიწყე დათვალიერება და ჩემს კმაყოფილებას საზღვარი არ ქონდა, როდესაც მივხვდი, რომ აბსოლიტურად ყველაფერი იყო ამ ერთ მაღაზიაში რაც გეგმაში მქონდა მეყიდა და სხვაგან ბოდიალი არ მომიწევდა… ურიკა არ ავიღე, ჯერ დათვალიერება და ფასების შესწავლა დავიწყე, მაინტერესებდა ჩავეტეოდი თუ არა… ეს პატარა ფორიაქი წამში დასრულდა ჭურჭლის განყოფილებასთან , სადაც ლამაზი ფუჟერები დავინახე, მარტინისათვის… ხოდა იმის ქვევით კიდევ ვისკის ჭიქები ისეთ მიმზიდველ ფასად იყიდებოდა, რომ ვერ მოვითმინე და ორივე შევიძინე…

ეს კაი, მაგრამ მეთქი რა მაზოხიზმი იქნება ჩემი მხრიდან, რომ ვიყიდო ჭიქები და მასში ჩასასხმელი კი არა თქო… ხოდა ვიყიდე კიდეც…

ეხლა კი ვზივარ კომპთან კმაყოფილი და მარტინის ვწრუპავ და საერთოდ არ მაღელვებს ის საყიდლების სია, რომელიც ჩანთაშია მიგდია….

კ სტაწი, გეპატიჟებით დიდი სიამოვნებით … 🙂

კატეგორიები:დღიური

დროის სწორად გადანაწილება

აგვისტო 23, 2008 8 comments

ეს საკითხი ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ვფლობ ამ ხელოვნებას. ხელოვნებაა აბა რაა, როდესაც ყველაფერს ასწრებ რისი გაკეთებაც გინდა. აი დღეს მაგალითად, შაბათია და უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი. წერილები მაქვს გერმანიაში გასაგზავნი, როელსაც დაჯდომა და მოფიქრება უნდა ისეთ ტექსტს, რომ იქიდან ჩემთვის სასურველი პასუხი მივიღო. კიდევ ვანაში მინდა კაფელი გავხეხო თუ რა ქვია მაგას გავაპრიალო. კიდევ, საჭმელი უნდა გავაკეთო და თან აზრზე არ ვარ რა O.o კიდევ ჩემებთან მინდა ავიდე და მოვინახულო ოჯახის წევრები და კიდევ საღამოს ილუხასთან ერთად სადმე წყნარად ჩამოჯდომა მინდა და ცოტა ლუდის დალევა. ა, ხო და კიდევ შუალედში თმა მაქვს შესაღები… უკვე 12 საათია…ლუხა 6-ზე რჩება სამსახურს, აბა რას მოვასწრებ? არც არაფერს 😦

იმ დღეს იკამ მითხრა რაღაც ფილმს ვუყურეო, ქაოსის თეორია ქვია. არ მინახავს მე, მაგრამ ერთი კაცი ყოფილა, რომელიც დროის სწორად გადანაწილებაზე სემინარებსა და ლექციებს კითხულობს. თვითონ კი ასეთი მეთოდი აქვსო, ყველაფერს იწერს ფურცელზეო და როგორც კი გაათებეს, იმ საქმეს გადაჩხაპნის და ახალ, გასაკეთებელ საქმეს წერსო და ა.შ. რომ დავწერო რა? ვერ ვიგებ, მასე ეხლა ძალიან კარგადაც მახსოვს რაც უნდა გავაკეთო მაგრამ მეზარება, მაგის ნაცვლად ბლოგებზე დავბოდიალობ და რაღცეებს მივედ მოვედები… ხოდა ეხლა სინდისი რომ დავაკმაყოფილო იმით რომ ეს საკითხი არ დამიკიდებია, ყავას გავიკეთებ და მაგ რაღაცა ქაოსის თეორიას ვუყურებ… ნუ ყურებას მაინც დავიწყებ და თუ არ დამაინტერესა რავიცი მერე….

კატეგორიები:დღიური

რა ხდება საერთოდ გარშემო?

აგვისტო 19, 2008 6 comments

ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩემს გარშემო ნაცნობ-მეგობრებს ყველას ურთულდება ურთიერთობები. იძაბებიან, კამათობენ, ჩხუბობენ, შორდებიან 😦 რა უბედურებაა ეს??? რა ენერგეტიკა მოდის ასეთი საშინელი რომ ვერ გავანეიტრალოთ?ვიცნობ ხალხს, რომლებსაც ცხოვრების გზაზე თითქმის არც უფიქრიათ სხვისთვის სითბოს მიცემაზე და მათ შემდგარი ურთიერთობები აქვთ. მე ვისაც ვიცნობ ჩემებს, ეს ღრმა და მგრძნობიარე ხალხი ვერ დალაგდა რაღაც…ზოგმა ოჯახიც შექმნა, მაგრამ მერე ან თაფლი გათავდა, ან ბოჩკა უკუღმა გახსნეს..ზოგმა კიდევ კარგი მანდამდე არ მიიყვანა საქმე და ისე დაშორდა მეორე ადამიანს… ზოგადად რა არის ბედნიერების ფორმულა? არსებობს ასეთი ბუნებაში? ხან ვფიქობ რომ არ უნდა აღვიქვათ ყველაფერი სერიოზულად და არც პრეტენზია არ უნდა გვქონდეს სრულყოფილი ურთიერთობების, მაგრამ ეს ხომ გულდან არ წამოვა და არც სიხარულს მოგანიჭებს უემოციო ურთიერთობა… გულით მინდა გავერთო ხოლმე და უდარდელად , გულიანად გავიცინო თუნდაც უბრალო სახალისო მომენტზე, მაგრამ უკვე მცხვენია ხოლმე ამის გაკეთება, გარშემო ესეთი მდგომარეობაა და აბა როგორ?… Oo

კატეგორიები:დღიური

სამსახური, როგორც ასეთი…

აგვისტო 15, 2008 7 comments

დაახლოებით 2 წელია, რაც არც ერთ ორგანიზაციაში არ მიმუშავიარატომ? ჰმმროცა ვმუშაობდი, რატომღაც თვალსა ხელს შუა ფუნქციები იმატებდა და ანაზღაურება არათან ვერ ვიტან, როდესაც ვალდებულადაც კი გთვლიან იპახაო ესეთ პირობებში და თან თუ იქ დორბლიანი მურთაზი კაცები გაიჩითნენ ხო საერთოდ

დიდი ფიქრი არ დამჭირვებია და მივხვდი, რომ ეს საჩემო არ იყოამიტომ დამოუკიდებელი საქმე დავიწყეარც ადრე გადამდიოდა თავზე და არც მერე, მაგრამ უფროსი არ მყავდა, ვიღვიძებდი როცა მინდოდა, მივდიოდი როცა მინდოდა, მოვდიოდი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ასევე როცა მინდოდამოკლედ არაუშავდა

აგრამ, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვითარება შეიქმნა ისეთი რომ დროებით ვეღარ გავაგრძელებდი ასეთ ცხოვრებას და მომიწია ერთ ჩვეულებრივ სამსახურში მისვლა. აღარც კი მახსოვდა რა კოშმარი ყოფილა როდესაც სხვაზე მუშაობ, როდესაც დირქტივებს ისმენ და საერთოდ არ მოგწონს ეგ დირექტივებიგარდა ამისა მიევს დილით 8-ზე მაღვიძარას დაყენება და 9-მდე ვეჩალიჩები ჩემს თავს რომ უნდა დგეეეე…. და მერე ფართხაფურთხით გავარდე, იმიტომ რომ ოფისის გასაღები მე მაქვს და საბრალო თანამრომლები კარებთან ატუზულები არ უნდა დავაყენო

სამაგიეროდ, ეხლა გავიგე რა ყოფილა პარასკევი საღამოს სიხარული და ნეტარება როცა კარებს გამოიხურავ და იცი რომ ორი დღე შენია… 🙂

ხოდა ეხლა პარასკევი საღამო კი არადა ღამეა და ვზივარ გაღიმებული, რადგანაც სახლის ტელეფონსაც გამოვრთავ ეხლა და მობილურსაც და უადემდე ან სულაც საღამომდე ვიძინებ ხვალ…. A-VO-IEEEEEEE!!!

კატეგორიები:დღიური

აბდაუბდა ბოდიალი

აგვისტო 5, 2008 7 comments

ჩემპიონატი რომ გაიმართოს გამარჯვებული ვიქნები აბდაუბდა ბოდიალში არასოდეს მაქვს რაიმე გეგმა, ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ საღამოს ხანდახან მაინც გავიმზადო ტანსაცმელ და ფეხსაცმელ რომ დილით არ დავაგვიანო სამსახურში , მაგრამ გაღვიძებისთანავე რა თქმა უნდა იწყება უაზროდ ბოდიალი აქეთ იქით და საბოლოო ჯამში მაშინ გავდივარ სახლიდან, როცა უკვე სამსახურში უნდა ვიყო.

მერე ვთქვათ მინდა გავაკეთო დღეს რაღაც კონკრეტული საქმე და მივდივარ შემართებით, მივალ და ეგრევე მავიწყდება… იქ  თანამშრომელს რაღაცას წავეჭორავები, მერე რა თქმა უნდა ზომბივით ბილიარდის თამაშს დავიწყებ ონლაინში და მოდის ასე 6 საათი ამ ბოდიალშიიქიდან გამომავლიან ჩემსავით ბოდიალა ჩემი მეგობრები და მერე იწყება უსაშველო ბოდიალი სიტყვებით სად წავიდეთ?

არადა ვგრძნობ მიდის ცხოვრება, დრო მეპარება და რომ ვაცნობიერებ ხანდახან პანიკა მიპყრობს

არადა ამის დედაცხვალე შეიძლება გადავბრუნდე და მოვკვდე და ამ გეგმებს შევალიო ჩემი ნერვები?… :user:

უფალმა თქვა რომ დღევანდელი დღით იცხოვრეო და ხვალე რაღაცა იქნებაოთუ რავიცი რაღაცა ესეთი წერია სახარებაში

ხოდა, პრინციპში მკიდია ბოდიალა ვარ თუ გეგმაზომიერი..აი დარდი :boli:

კატეგორიები:დღიური