Archive

Archive for ივლისი, 2008

ურჩხული მოსწავლე

ივლისი 19, 2008 10 comments

ეხლა წავიდა და ისე ვარ რომ ყელი დამისივდა რომ ვერ მოვახრჩვე. აშკარად მოგზავნილია ჩემი სიცოცხლის გასამწარებლად. 3 წელია არ ამიყვანია მოსწავლე,ზუსტად იმიტომ რომ მძაბავს და მფიტავს ის მომენტი თუ მოსწავლე არაა დაინტერესებული და კიდია.

ბიჭებიც მყოლია და გოგოებიც, ნიჭიერებიც და ზარმაცებიც, აბიტურიენტებიც და ბავშვებიც და ყველა 1-2 თვეში ისეთი მუღამით იყო, ბუნებრივადაც კი მიმაჩნდა… ყველა აღიარებდა რომ გერმანული ადრე საშინელება ეგონათ და ვაა, რა იოლი ყოფილაო…უბრალოდ, მე ვხარჯავდი ამისათვის ბევრ ენერგიას და აღარ ავიყვანე ბავშვები რომ დამესვენა…არ მიღირდა…მაგრამ ერთმა ძალიან სათნო ქალმა მთხოვა მიდი გოგონა გამოცდისთვის მომემზადებინა…სულ რამოდენიმე თვე…მომერიდა უარის თქმა და იქ დამერხა..ამ ძალიან სათნო ქალს ურჩხული შვილი აღმოაჩნდა….

ამ გოგომ დეპრესიაში ჩამაგდო…არაფერი არ ჭრის, ხან საიდან მივიდექი, ხან საიდან…ხან ცხოვრებაზე ვესაუბრები, ქვეტექსტით რატომაა საჭირო იყო განათლებული..ხან თავმოყვარეობაზე ვიმოქმედე, მაგრამ არაფერი არ ჭრის… ზის და გაყინული თვალებით მიყურებს ხოლმე, როდის მომწყინდება ხტუნვა და ნერვიულობა, მემგონი დროსაც ინიშვნავს და რეკორდებს ამოწმებს…

ყველაზე ძალიან რაც მიშლის ნერვებს ეს მისი საშინელი გამოთქმაა…უმლაუტები საერთოდ კატასტროფაა და მახვილები რა საჭიროა ვერ ხვდება…სერიოზულად დამთრგუნა ამ მომენტმა და ვიფიქრე რაღაცას ვერ ვაგებინებ, ჩემი ბრალია თქო, მაგრამ ერთხელ ტექსტის თარგმნისას რომ მითხრა ველიოსაპეტიო, იქ უკვე გადამეკეტა, ქართულს მე ნაღადად ვეღარ ვასწავლი რა, ნერვი არ მეყოფა და ციხეში ჩავჯდები….

გავაგდებდი, მაგრამ დედამისი მეცოდება, რომელიც ყოველ კვირას მეხვეწება რომ არ დავღუპო და ვამეცადინო :mo:


კატეგორიები:დღიური

Forum.ge :)

ივლისი 9, 2008 4 comments

🙂

უსათაუროში შევიხედე წეღან… ძველი ფორუმელების ცოდვები 🙂 ძალიან თბილი თემაა პირველად როგორები ვიყავით… გამახსენდა, ჩემი პირველი შთაბეჭდილება, დედალ-მამალში Prankster-ასა და John Zorn-ის პოსტები, სადაც ერთმანეთს როგორ რას უზავდნენ წერენ და თან ილუსტრაციებიც იყო დართული, ვერაფრით გავიგე და გულწრფელად მიკვირდა ბიჭები რატომ წერდნენ ერთმანეთს:))))))))))

მერე იყო ლაშქრობა არმაზში და ყვავა და ინტელიგენტი :)))))

ფორუმზე Luxagon-მა  da Guricha-მ დამარეგისტრირეს და მათივე მხრიდან გავიცანი სხვები… პირველი ჩემი პადრუგები ფორუმზე იყო Kissie  და Miramax 🙂

მახსოვს MSN-ში ჩვენი გულწრფელი საუბრები… მართლა ბავშვურები ვიყავით… იყო დრო, როდესაც სამსახურში მისვლისთანავე პირველი ფორუმს ვრთავდი, შეიძლება არც დამეპოსტა, მაგრამ უნდა ყოფილიყო გახსნილი…ეხლა გადის კვირები და ხანდახან არც მახსენდება ვინმემ თუ არ მითხრა რაიმე სასაცილო რაც იქ ხდება… 🙂

წეღან ისევ შევიხედე ქალი და მამაკაცში… White-ს უბერებელი თემა  სიყვარულის დედაც $%%^*(, :(((((((((((((((((   😀 😀 ….

კიდევ იხსნება თემები, რატომ მომექცა ასე… რას მირჩევთ ქალიშვილი მოვიყვანო თუ ქალი :))))

მეც მახსოვს, სრულიად გულწრფელად გახსნილი ჩემი თემები სხვა ნიკით, როგორ ველოდებოდი გამოხმაურებებს და ერთი სერიოზული პრობლემის მოგვარებაში მართლაც დამეხმარა იქ გამოქთმული აზრები…მეც გულწრფელად ვწერდი რასაც ვფიქრობდი და რჩევებს ვიძლეოდი, სანამ არ მივხვდი, რომ ის უბედური ადამიანივინც თემა გახსნა შეიძლება ყოვლად გათახსირებული რომელიმე ჩვენთაგანი ყოფილყო და ეხარხარა ჩვენს სერიოზულ სიფათებზე:)))))))))))

არ ვიცი დავბერდი თუ რა ხდება, მაგრამ ალბათ მიზეზი იმის რომ აღარ მიზიდავს ფორუმი ისაა, რომ ძველი ბავშვები ისე აღარ ჩანან…ძალიან ბევრი უაზრო ხალხია..არც ჩვენი დრო გამოირჩეოდა დიდი აზრით და ფორუმი მაშინაც სავსე იყო ყველანაირი იუზერით, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით აქტიურები ვინც არიან მგონი სხვა მისამართზე არიან მოხვედრილი და ზნაკომსტვად თვლიან ფორუმს… კიდევ ბევრია ბოღმა…იდება სურათები ვერ ვიგებ რატომ…რაში მაინტერესებს ერთი და იგივე ადამიანის, ერთი და იგივე სიტუაციაში, ერთი და იგივე ხალხთან წინხედი, გვერდხედი და ასე შემდეგ…მერე იმის მეგობარი დადებს იგივე ფოტოების სესიას…

მაგაზე გამახსენდა :)) ადრე სურათებში უმახინჯესი გოგოს ფოტო რომ დაგედო, ყველა რატომღაც სრაზუ კომპლიმენტებს წერდა:)))) მახსოვს თევზისთვალება გოგონა ერთი…ყვავის ბუდესავით თმებით….ნიკს არ ვწერ:)))და ყველა წერდა რა ლამაზია და ისიც გათამამებული ამით შეუბრალებლად დებდა კიდევ უფრო ახლო რაკურსით გადაღებულ ფოტოებს:)))

მახსოვს კიდევ ნია ნია :)))) რომელსაც ვულფამ დაუწერა ამ პოზებს შენ იგონებ თუ ქორეოგრაფი გყავსო :)))))

რა იქნება კიდევ 3-4 წლის მერე…როდესაც დღევანდელ ჩვენს პოსტებს გადავავლებთ თვალს…ან სად ვიქნებით ისინი ვინც არ დავკარგეთ ჯერ მთლად ერთმანეთი…

ხალხი, ვინც მე მართლა მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მაქვს შეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ვკითხულობ მათ პოსტებს, მათ ბლოგებს ვათვალიერებ და ჩემთვის ვგრძნობ რომ ჩემები არიან…

კატეგორიები:დღიური

ახალი ფურცელი

ივლისი 8, 2008 2 comments

ნახევარი საათია ვცდილობ დავწერო რამე, მაგრამ ვაკუნა არ მაცდის…მსნ-ში მწერს და მწერს და მწერს 🙂 აი კიდევ :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

ხოდა, ვცვლი თითქმის ყველაფერს… გარემოს ვახალისებ…გარშემო აურას ვასუფთავებ, კარგი და სასიამოვნო პროცესია…ძველი ტანსაცმელი, რასაც არ ვხმარობ, მაგრამ ნუ მაინც იყოს პრინციპით აქამდე ვერ გადავყარე, ეხლა ხელის ერთი მოსმით გადავუძახე ცალკე ტომარაშჳ, უნდათ გააჩუქონ ჩემებმა, უნდათ გადაყარონ…

ასევე ნივთები… ყველას ხომ თავისი ენერგეტიკა აქვს, ყველა რაღაც მოგონებას ინახავს…არის ზოგიერთი რაც მინდოდა სულ ყუთში მქონოდა და ოდესმე დროში მემოგზაურა ამ ყუთის გახსნისას… არაა საჭირო, 7-8 წლის წინანდელი ნივთები ადრე რომ ძალიან ძვირფასი მოგონებების მატარებლები იყვნენ ეხლა ვნახე და ვერ ვიკაიფე…ასე რომ ესეც სანაგვეზე…

ბევრჯერ მომისმენია ფრაზა : მოდი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი…სულ მიკვირდა როგორ…ეხლა ავდგები და ვცდი და მეცოდნება რას ნიშნავს ახალი ფურცელი…

ახალ ფურცელს კი ვიწყებ საკუთარი თავის გაცნობით… აქამდე არ მეცალა… მგონი საინტერესო პროცესი იქნება…. :boli:

კატეგორიები:დღიური