Archive

Archive for ივნისი, 2008

გმადლობ…

ივნისი 22, 2008 3 comments

გმადლობ, რომ მოხვედი და დაკარგული იმედები დამიბრუნე…
გმადლობ, რომ მოხვედი და უსაზღვრო სიყვარულით ამავსე…
გმადლობ, რომ მოხვედი და თვალებში ნაპეწკალი ამინთე…
გმადლობ, რომ მოხვედი და ჩემში ქალი გააღვიძე…
გმადლობ რომ იყავი და ისტორია შემიქმენი…
გმადლობ, რომ იყავი და ლამაზად მაცხოვრე…
გმადლობ, რომ წახვედი და უთვალავი მოგონება დამიტოვე…
გმადლობ, რომ წახვედი და ცხოვრება მასწავლე…
გმადლობ, რომ წახვედი და იმედები გამიცრუვე…
გმადლობ, რომ წახვედი და ჩემში ქალი დათრგუნე…
გმადლობ, რომ მატკინე ათასჯერ და ცრემლი მადინე…
გმადლობ, რადგან ამ ტკივილმა გამაძლიერა და ამ ცრემლებმა განმწმინდა …
გმადლობ, რომ დამამხე და დამანგრიე…
გმდალობ, რადგან ამით წამოდგომა ვისწავლე…
გმადლობ, რომ წახვედი და ყველაფერი გაიყოლე…
გმადლობ, რომ არაფერი აღარ დამიტოვე…
გმადლობ რომ გული ძირისძირობამდე გამითავისუფლე…
გმადლობ, რომ წასვლით ბედნიერება მაჩუქე…
გმადლობ, ქმარო ჩემო საყვარელო…
გმადლობ, რომ შევძელი და დაგემშვიდობე…

Advertisements
კატეგორიები:დღიური