Archive

Archive for მაისი, 2008

* * *


შეხედე
ზეცის ციხეკოშკიდან
წვიმის დალალი ჩამოიშალა
ვერ დაგივიწყე,
ზღვის ხმაურივით
დაგიმახსოვრე, როგორც ნიჟარამ.
წვიმს და უშენოდ ეს გაზაფხული
ყველა საამო ჟრუანტელს მწაპნის
შენი თვალების დაღლილი შუქით
ვერ გააკვირვებ ციმციმა აპრილს.
მე დღეს მარტო ვარ და სუროსავით
გულში ვიხუტებ ჟანგიან მესერს.
და ეს თქაფუნა წვიმის წვეთები
აუმღვრეველი სიმშვიდით მსრესენ
სიმარტოვე კი ორ ცხელ ღარს ისე
გულგრილად ტოვებს დაღლილ სახეზე,
კი არა ვტირი
სულ ერთი წამით
დარდი გულიდან გამოვახედე.

/ჩემთვის უცნობი ავტორი/


Advertisements
კატეგორიები:დღიური

რას ნიშნავს?

მაისი 5, 2008 3 comments

ვიღაცამ მითხრა ცხოვრების კანონზომიერებააო, როდესაც მიილტვი რაღაცისკენ ის უთუოდ გაგირბის….

მეცინება ხანდახან…

რატომ არის რომ თავიდან ყველა გეტენება? რატომ არიან აღფრთოვანებულები, რა სისულელეც არ უნდა თქვა, რატომ გიყურებენ გამოდებულები იდიოტური ღიმილით სახეზე, რატომ გჭამენ ზარებით და წერილებით

ეხლა

მე გავრბივარ… და ისე რომ გამოკიდებას აზრიც არ აქვს 😉

მკიდია ბედნიერებაც, მძაფრი ემოციებიც მახატია

Zemfira და Rammstein ერთად უფრო კაი პონტია.

ვობშემ, კაი ეტაპია…. პოხუისტობის და სამყაროს გულგრილი აღქმის.. მომწონს

yee…bebee….

კატეგორიები:დღიური

არეული ფიქრები

მაისი 3, 2008 2 comments

ბოლო ერთი თვე კოშმარად იქცა ჩემს ცხოვრებაში. მოხდა ბევრი მოსალოდნელი და მოულოდნელი ფაქტი. არ ვიცი მე ვიშლები ჭკუიდან, თუ სამყარო ჩემს გარშემო. ადამიანები ცხოველებს გვანან თურმე, ხალხი ბოროტია, ეგოისტი. არა, თეორიულად ყველამ ვიცით და რა თქმა უნდა მეც ვიცოდი რომ მგელი უნდა იყო, მაგრამ…. მეგონა ეს პირადად მე არ შემეხებოდა, ან არ უნდა შემშინებოდა ამ ცხოველების, რადგანაც მე სამეგობროდ და სიყვარულისათვის სხვანაირი ხალხი მყავდა გარშემო, რომლებიც არათუ მე არ გადამივლიდნენ, არამედ სხვისგანაც დამიცავდნენ…..

Vo…. Jopa….

საერთოდ რა ხდება გარშემო? გააფრინეთ? კაიფობენ და ხალისობენ ვინ უფრო მეტად მატკენსსამიზნე ვარ ამის დედაც? რისთვის? რომ მიყვარდით? რომ გიერთგულეთ? რომ გასაჭირში გვერდით გედექით და გამხნევებდით?… blia…

კაიგადავხარშე… не маленькая уже… მაგრამ დალშე როგორ ვიცხოვრო ხომ ვერ მეტყვით? მეც ცხოველი გავხდე და დაგიკიდოთ ყველა? მეც ეგოიზმს გავუღო გულში კარები? თუ ყველას ჩაგიკეტოთ ჩემამდე მოსასვლელი გზა..

მარტოობარა მაგარიაძალიან მაგარია როცა სრულიად მარტო ვარ, არავის ხმა არ მესმის, არავის ვჭირდები, არც მე მჭირდება არავინ

უნდა გაგერიდოთ ყველასდროებით მაინცრეაბილიტაცია მჭირდება, თორემ სამიზნე ძალიან დააზიანეთ

კატეგორიები:დღიური ტეგები: