მთავარი > Mein Herz > გაივლის დრო და …

გაივლის დრო და …


194742_md.jpg

გაივლის დრო და …
– გახსოვს?!-
გეტყვი დღევანდელ დღეზე,
შენ შემომხედავ.
აგევსება თვალები ცრემლით

– აი,
ხომ ხედავ –
სასურველის მიღწევა შევძელ.
– აი,
ხომ ხედავ –
გავამართლე იმედი შენი.

გაივლის დრო და…
-გახსოვს?!-
გეტყვი დღევანდელ დღეზე,
შენ შემომხედავ,
აგევსება თვალები ცრემლით.

-აი, ხომ ხედავ –
რაც მინდოდა –
ვერაფრით შევძელ.
– აი,
ხომ ხედავ –
გავამტყუნე იმედი შენი.

გაივლის დრო და…
უნდა ითქვას
ორიდან ერთი.
გაივლის დრო და…
გამოჩნდება
ახალი ვინმე.
გაივლის დრო და…
– თქვი,
რომელს გეტყვი! –
მეორეს?!
პირველს?!

მუხრან მაჭავარიანი

Advertisements
კატეგორიები:Mein Herz
  1. ოქტომბერი 29, 2012, 20:57

    უმაგრესი ლექსია.

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: