Archive

Archive for მარტი, 2007

keine Lust


blog1.jpg

Ich hab` keine Lust,
ich hab` keine Lust,
ich hab` keine Lust,
ich hab` keine Lust
Ich habe keine Lust mich nicht zu hassen,
hab` keine Lust mich anzufassen,
ich hätte Lust zu onanieren,
hab` keine Lust es zu probieren,
ich hätte Lust mich auszuziehen,
hab` keine Lust mich nackt zu sehen
Ich hätte Lust mit großen Tieren,
hab` keine Lust es zu riskieren,
hab` keine Lust vom Schnee zu gehen,
hab` keine Lust zu erfrieren
Ich hab` keine Lust,
ich hab` keine Lust,
ich hab` keine Lust,
nein ich hab` keine Lust
Ich habe keine Lust etwas zu kauen,
denn ich hab` keine Lust es zu verdauen,
hab keine Lust mich zu wiegen,
hab keine Lust im Fett zu liegen
Ich hätte Lust mit großen Tieren,
hab` keine Lust es zu riskieren,
hab` keine Lust vom Schnee zu gehen,
hab` keine Lust zu erfrieren
Ich bleibe einfach liegen,
und wieder zähle ich die Fliegen,
lustlos fasse ich mich an,
und merke weil,
ich bin schon lange kalt,
so kalt,
mir ist kalt,
so kalt,
mir ist kalt
Mir ist kalt,
so kalt,
mir ist kalt,
so kalt,
mir ist kalt,
so kalt,
mir ist kalt!
Ich hab` keine Lust!

Advertisements
კატეგორიები:Mein Herz

ich weiss….

მარტი 29, 2007 6 comments

bolg.jpg 

Ich weiss, dass du mich
nicht vergisst..
Ich weiss, dass du
immernoch liebst…
In deinen Augen
scheint die Sonne
Mit mir oder ohne..
Es ist nicht einfach…

კატეგორიები:Mein Herz

:jump:

მარტი 23, 2007 2 comments

cavwedi.jpg

ვობშემ, რაღაცის დაწერა მინდოდა, მარა ეხლა რეპეტიციაზე წავედი და მერე ვიზავ რამეს 😛

კატეგორიები:დღიური

სიკვდილის შემდეგ…


terenti.jpg 

დადგება ზამთარი…

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება…

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და – სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და – სიჩუმე.

/ტერენტი გრანელი /

კატეგორიები:Mein Herz

შენ ხარ ვენახი


შენ ხარ ვენახი, ახლად აღყუავებული, მორჩი კეთილი, ედემში დანერგული, 

ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, 

და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინებული  /დემეტრე მეფე/

კატეგორიები:Uncategorized

სავედრებელი ლოცვა ღვთისმშობლის მიმართ


  შენ გევედრები ღვთისმშობელო ქალწულო, – შეურყეველსა მაგას ზღუდესა ცხოვრებისა ენისასა, – წინააღმდგომთა ზრახვანი განქარვენ, ერისა შენისა მწუხარებაი სიხარულად გარდაჰსცვალენ და სოფელსა შენსა აღმოუწოდე, ყოველთა ერთობისათვის და მშვიდობისათვის სოფელსა ევედრე შენგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ყოველთა ქრისტიანეთა 

კატეგორიები:დღიური

ცარიელი შიში…

მარტი 13, 2007 2 comments

shishi.jpg

უაზრო სიცარიელე….

გამოფიტული თვალები ….
ც ა რ ი ე ლ ი  ვ ა რ…..
მაგრამ….

ერთი ემოცია მაქვს…. დამჩა….  შიში…. მცხვენია, მაგრამ მეშინია…. დედამ მითხრა სიზმარში საშინლად გნახე, სულ თმაში გქონდა სახეო……

მერე მე მესიზმრა გადაბმით 3 ღამე საშინელებები…. გუშინ კი ცხადში ვიგრძენი რაღაც ღამე… კინაღამ თმები გამითეთრდა შიშისგან……

რაღაც მოხდება….. რაღაც ცუდი……

წინ განსაცდელი მელის…..

კატეგორიები:დღიური